ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ინტელექტუალურ თამაშში აჭარის მასშტაბით მე-3 ადგილის მფლობელი გახდა
07-11-2019

ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ აჭარის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებაში მე-3 ადგილი დაიკავა.

„ვულოცავთ მოსწავლეებს ამ წარმატებას, კიდევ მრავალჯერ ესახელებინოთ თავიანთი სკოლა“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

სკოლა აქტიურად ზრუნავს მოსწავლეების სწავლის მოტივაციის ამაღლებაზე. ამ მიზნით კი ხშირად ტარდება სხვადასხვა სახის შემეცნებითი ღონისძიებები, მათ შორის ინტელექტუალური თამაშები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203