ლიხეთის საჯარო სკოლაში თემაზე -„ელექტრული ენერგიის გადაცემა-ტრანსფორმატორი“ გაკვეთილი ჩატარდა
07-11-2019
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ლიხეთის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში, თემაზე  - „ელექტრული ენერგიის გადაცემა-ტრანსფორმატორი“ ფიზიკის გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილის ფარგლებში ცდა ჩაატარეს. მოსწავლეებმა გაიგეს თუ როგორ შეიძლება ტრანსფორმატორის საშუალებით პრაქტიკაში ელექტრომაგნიტური ინდუქციის მოვლენის გამოყენება.

„ცდის მიზანი არის თუ როგორ შეიძლება ტრანსფორმატორის საშუალებით ცვლადი დენის გარდაქმნა. თუ პირველადი გრაგნილის ხვიათა რიცხვი მეტია მეორად გრაგნილზე არსებულ ხვიათა რიცხვზე, მაშინ ტრანსფორმატორი არის დამადაბლებელი, ე.ი ძაბვას ადაბლებს. ხოლო თუ მეორად გრაგნილზე ხვიათა რიცხვი მეტია პირველად გრაგნილზე არსებულ ხვიათა რიცხვზე მაშინ ტრანსფორმატორი არის ამამაღლებელი, ე.ი ძაბვას ამაღლებს“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

გაკვეთილს მასწავლებელი გურამ გიორხელიძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203