ჩიხარეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნასოფლარი მოინახულეს
07-11-2019

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩიხარეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ისტორიულ ნასოფლარში - იწარში იმყოფებოდნენ.

ლაშქრობა საწრეო მუშაობის ფარგლებში მოეწყო და მას პედაგოგი თალიკო ონიანი ხელმძღვანელობდა.

X და XI კლასის მოსწავლეები ლაშქრობიდან კმაყოფილები დაბრუნდნენ.

მოსწავლეებმა აღნიშნეს რომ, ისტორიული ნასოფლარის მონახულება მათთვის საინტერესო იყო.

მოსწავლეებმა სამახსოვროდ ლაშქრობაზე ფოტოებიც გადაიღეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203