
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ექვთიმეობა“ აღინიშნეს.
ამ დღესთან დაკავშირებით ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში მხატვრულ-ლიტერატურული საღამო გაიმართა.
პედაგოგმა მოსწავლეებს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ინფორმაციები უამბო.
ღონისძიების ორგანიზატორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კულტურის განყოფილება იყო.
იხილეთ ფოტოები