ბოზალის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა
07-11-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოზალის საჯარო სკოლაში  შემოდგომის ზეიმი გაიმართა.

ბევრი სიმღერა, ლექსი, ყვითელი ფოთოლი, ხილი და მხიარულება... ბოზალის საჯარო სკოლის ღონისძიებაზე იყო ყველაფერი, რაც კი ოქროსფერ შემოდგომას შვენის.

ღონისძიებასაც „ოქროსფერი შემოდგომა“ ერქვა და იქაურობაც ოქროსფრად იყო მორთული... ბავშვებმაც და პედაგოგმაც ყველაფერი გააკეთეს, რათა მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიება დაუვიწყარი, ლამაზი და ორიგინალური ყოფილიყო.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203