აბაშის N1 საჯარო სკოლას მსახიობი ლეო ანთაძე და პროდიუსერი ლადო ხელაშვილი სტუმრობდნენ
07-11-2019
საქართველოს სახალხო არტისტი ლეო ანთაძე და პროდიუსერი და წამყვანი ლადო ხელაშვილი პროგრამით „ცოცხალი ლეგენდები“ აბაშის N1 საჯარო სკოლას სტუმრობდნენ.

ლეო ანთაძემ კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის რეპერტუარიდან რჩეული მონოსპექტაკლები წარმოადგინა.

წარმოდგენის დასაწყისში სკოლის მოსწავლეებმა საპატიო სტუმრების პატივსაცემად ორი სიმღერა შეასრულეს.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203