ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მორიგი წარმატება მოიპოვეს
07-11-2019

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის, მეათე კლასის მოსწავლე დავით კაკაჩია საქართველოს ჩემპიონი გახდა goju ryu კარატეში.

2019 წლის საშემოდგომო მძლეოსნურ კროსში  მოსწავლეებმა ჯგუფური პირველი ადგილი მოიპოვეს; ჯგუფის წევრებს შორის კი ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

რუსლანი კონჯარია - I ადგილი;
ნათია საჯაია  - III ადგილი;
ალექსანდრე საჯაია - III ადგილი.

მოსწავლეთა წარმატებაში დიდია სპორტის მასწავლებლის ჯანიერ ფიფიას წვლილი, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა, ბავშვებისთვის სპორტი შეეყვარებინა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203