„ქართული ანბანის ზღაპრული სამყარო“ - გურიანთის საჯარო სკოლის პირველ კლასში საზეიმო გაკვეთილი ჩატარდა
07-11-2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გურიანთის საჯარო სკოლის პირველ კლასში ანბანის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო გაკვეთილი - „ქართული ანბანის ზღაპრული სამყარო“ ჩატარდა.

I კლასელებმა ანბანის თემაზე ლექსები წაიკითხეს, ასევე შეასრულეს სიმღერები.

კლასის ხელმძღვანელის თქმით, საგაკვეთილო პროცესი საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო იყო.

„ქართული ანბანის ზღაპრული სამყარო“ ულამაზესი „ა“ და „ი“ ჩვენს, გურიანთის საჯარო სკოლის პირველ კლასელებს მასპინძლობდნენ. ბევრი ლექსი და სიმღერა მიუძღვნეს მათ ბავშვებმა. მრავალფეროვანმა აქტივობებმა „ანბანის შემობრძანება“ ლამაზ და დასამახსოვრებელ დღედ გადააქცია“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203