გუმბრინის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ტყეს წითელი, ოქროსფერი შემოერიაო“ ჩატარდა
07-11-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გუმბრინის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა მონაწილეობით ღონისძიება - „ტყეს წითელი, ოქროსფერი შემოერიაო“ ჩატარდა.

კლასის ხელმძღვანელი ქნარი ხანჯანიანი გახლავთ.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ლექსების და სიტყვების წარმოთქმაში. ღონისძიებას სიმღერები და ცეკვები ამშვენებდა. ბოლოს ბავშვებმა თვითონ ამოავლეს თათარაში ჩურჩხელები და ხარიხაზე გაკიდეს, რასაც დიდი სიამოვნებით აკეთებდნენ. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203