გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გალაქტიკის თემაზე შემეცნებითი თვალსაჩინოება შექმნეს
07-11-2019

წალკის მუნიციპალიტეტის გუმბათის საჯარო სკოლის V კლასში ბუნების გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ბუნების საგანში კოსმოსის შესწავლისას გაჩნდა იდეა და სურვილი, რომ მოსწავლეებს კლასში საკუთარი ხელით გაეკეთებინათ შემეცნებითი თვალსაჩინოება გალაქტიკის შესახებ.

მოსწავლეებმა კლასის კედელი ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრილი პლანეტებით მორთეს. კედელი ასევე გაალამაზეს ვარსკვლავებით.

შემეცნებითი თვალსაჩინოების შექმნაში მოსწავლეებს პედაგოგი დაეხმარა.

 იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203