მეორე ობჩის საჯარო სკოლაში საბავშვო სიმღერების შემსწავლელი წრე წარმატებით მუშაობს
07-11-2019

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის საჯარო სკოლაში საბავშვო სიმღერების შემსწავლელი წრის მუშაობა წარმატებით მიმდინარეობს.

საწრეო მუშაობაში მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი. ისინი მუსიკის პედაგოგთან ერთად სხვადასხვა საბავშვო სიმღერებს ასრულებენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებს სიმღერების შესრულება ძალიან მოსწონთ.

საწრეო მუშაობის ფარგლებში ბევრი საინტერესო აქტივობა იგეგმება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203