უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კურორტ შოვში გარემოსდაცვითი აქცია ჩაატარეს
07-11-2019
ონის მუნიციპალიტეტის უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კურორტ შოვში გარემოსდაცვითი აქცია ჩაატარეს.
მოსწავლეებმა რკინის და კალცის მჟავე წყლებისა და სასტუმროების (შოვი, მამოსონი და სანსეტი) მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, გარემოსდაცვითი აქცია გლოლის, უწერის და ჭიორის საჯარო სკოლების გაერთიანებითა და თანამშრომლობით ჩატარდა. დასუფთავების აქცია ეკოკლუბ „შოვის“ ორგანიზებით შედგა.
„გაერთიანება სამი საჯარო სკოლისა დასაწყისია დიდი მეგობრობისა და თანამშრომლობისა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს