ლევან სარიშვილი - ბოლაჯურის სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე მათემატიკის მასწავლებლის როლში
22-05-2017
ბოლაჯურის სკოლაში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, აქცია ''მოსწავლე მასწავლებელი'' გაიმართა.
მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ლევან სარიშვილმა მეშვიდე კლასელებს მათემატიკის გაკვეთილი ჩაუტარა.
''ძალიან საინტერესო იყო მასწავლებლის პროფესიის შეთავსება. ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ გაკვეთილის მსვლელობის პროცესში. ვფიქრობ, მსაგვსი აქციები ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რადგან უფრო მეტად უწყობს ხელს მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში'' - აღნიშნა ლევან სარიშვილმა.
ლევანს გაკვეთილის ორგანიზებაში მასწავლებელი გულნარა ჩხიტუნიძე დაეხმარა.
აქცია - ''მოსწავლე-მასწავლებელი'' განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს