„სახალისო ქიმია“ - ახალსოფლის საჯარო სკოლაში ქიმიაში მორიგი შეხვედრა ჩატარდა
07-11-2019

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლაში ქიმიაში მორიგი შეხვედრა სახელწოდებით „სახალისო ქიმია“ 
ჩატარდა.

შეხვედრის ხელმძღვანელი ქიმიის მასწავლებელი, ანა შონია იყო, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა, მოსწავლეებისთვის ქიმია შეეყვარებინა.

კოლბები, მენზურები, მწვანე ხალათები, რეზინის ხელთათმანები, საინტერესო ქიმიური ცდები... ეს ყველაფერი „სახალისო ქიმიის“ შეხვედრაზე ხდებოდა, რომელიც საინტერესოდ წარიმართა.

წრის წევრებსა და ხელმძღვანელს სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა შეხვედრის ორგანიზებულად ჩატარებისთვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203