აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წმინდა ადგილები მოილოცეს
07-11-2019

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები მიზნობრივი გასვლითი აქტივობის ფარგლებში ექსკურიაზე მეტეხის ტაძარს, შუშანიკის და აბოს კელიებს სტუმრობდნენ.

„შემაჯამებელი გაკვეთილის ფორმატში განხორციელებული აქტივობის თემად შერჩეულ იქნა - „ვარდი ეკალთაგან გამორჩეული“.

მოსწავლეებმა მოილოცეს წმინდა ადგილები, ისაუბრეს, იმსჯელეს და შეაჯამეს „აბოს წამება“, ასევე წაიკითხეს თხზულებები”,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

მიზნობრივი ექსკურსია ქართული ენისა ლიტერატურის პედაგოგის ლელა თოდუას ხელმძღვანელობით განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203