ლამოვანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა - „შემოდგომის ფერები“ გაიმართა
07-11-2019

დუშეთის მუნიციპალიტეტის ლამოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის თემაზე ნამუშევრები შექმნეს და გამოფენა მოაწყეს.

გამოფენაში „შემოდგომის ფერები“ მონაწილეობის მიღების სურვილი მოსწავლეების დიდმა ნაწილმა გამოთქვა.

სკოლის მოსწავლეებს შემოდგომის თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენის ორგანიზებაში მასწავლებელი მაკა გოგუაძე ეხმარებოდა.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ნიჭიერ მოსწავლეებს ულამაზესი ნამუშევრების შექმნისთვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203