განთიადის საჯარო სკოლაში ლიტერატურული ვიქტორინა ჩატარდა
07-11-2019

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, განთიადის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებს შორის ლიტერატურული ვიქტორინა გაიმართა.

ვიქტორინამ მეტად საინტერესო და  დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა, ისე, რომ  გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა.

ბავშვებმა ერთმანეთს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და ვიქტორინაში მონაწილე ორივე გუნდმა თანაბარი რაოდენობის ქულა მოაგროვა.

„მგლებიც“ და „ლომებიც“ კმაყოფილები იყვნენ, რადგან ორივე გუნდი გამარჯვებული გახდა და ვიქტორინის ორგანიზატორმა, ნათია მახარაძემ ყველა მონაწილე ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203