გავაზის სკოლას ამავე სკოლის კურსდამთავრებული გიორგი გიორგაშვილი ესტუმრა.
გიორგი გიორგაშვილი ''სხეულის ენისა და ეფექტური კომუნიკაციების'' ექსპერტი და ხუთი წიგნის ავტორია. მან შეხვედრაზე ისეთ საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა სხეულის ენის საიდუმლოება, ადამიანებზე გავლენისა და შთაბეჭდილების მოხდენა და აზრების წაკითხვის ხელოვნება.
''საინტერესო შეხვედრისათვის
სკოლის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეები უღრმეს მადლობას ვუხდით
გიორგის და ვიმედოვნებთ, კიდევ გვექნება ასეთი შეხვედრები'' - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.