
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის I ბ კლასის მოსწავლეებმა ჩვეული მოტივაციით მრავაფეროვანი და ინოვაციური აქტივობებით გაჯერებული კომპლექსური დავალება წარადგინეს, თემაზე - „რატომ არის საჭირო რიცხვების არსებობა“.
კლასის ხელმძღვანელი ინგა მეტონიძეა.
„მოსწავლეებმა პრაქტიკული მაგალითებით აჩვენეს, რომ საგანთა ყველა კონკრეტულ რაოდენობას შეესაბამება კონკრეტული რიცხვი, რომ განსხვავებულ რიცხვებს აქვთ განსხვავებული სახელები და განსხვავებული აღნიშვნები. ასევე თვალსაჩინოდ წარადგინეს რიცხვითი ღერძი, აღნიშნეს რომ ორი სხვადასხვა რიცხვიდან ერთ-ერთი აუცილებლად მეტია მეორეზე, იმსჯელეს რიცხვებს შორის მიმართებებზე. საკვანძო შეკითხვას, თუ რატომ არის საჭირო სხვადასხვა პროფესიის ამპლუაში მყოფმა მოსწავლეებმა, შთამბეჭდავად, დამაჯერებლად და შემოქმედებითად უპასუხეს“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები