
თელავის მუნიციპალიტეტის ართანის საჯარო სკოლის მაძიებელი, ხელოვნების მასწავლებლის მარი მამულაშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეთა ნამუშევრების საშემოდგომო გამოფენა - „ყვითელი ფოთლები“ მოეწყო.
ბუნებრივი მასალებით გაკეთებულმა ნამუშევრებმა დამთვალიერებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოსწავლეები კმაყოფილები იყვნენ, რომ მათმა ნამუშევრებმა ასეთი ინტერესი გამოიწვია; სკოლის წარმომადგენლებმა კი წარმატებები უსურვეს მარი მასწავლებელსა და მის მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები