თბილისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შოკოლადის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
07-11-2019
თბილისის N45 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეები შოკოლადის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად კაფეს -„შოკოლადი-მუზეუმი“ ესტუმრნენ.

მოსწავლეები მუზეუმში შოკოლადის ისტორიასა და დამზადების წესს გაეცნენ და შოკოლადი ადგილზე დააგემოვნეს.

მოსწავლეებს პედაგოგი ნინო ჯამბაზიშვილი ხელმძღვანელობდა.

კაფე „შოკოლადი-მუზეუმი“ თბილისში, ისტორიულ შენობაში, 20-ე საუკუნეში ცნობილი მეწარმის, მიხეილ კალანტაროვის სახლში მდებარეობს. აქ ნატურალური, ქართული წარმოების თეთრი და შავი შოკოლადის დაგემოვნებაა შესაძლებელი.

28 ოქტომბერი შოკოლადის საერთაშორისო დღეა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203