ფშაველის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
07-11-2019

პროექტ „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტისფშაველის საჯარო სკოლის სამ მოსწავლეს: ნინო ბორშოიძეს, რატი ზათაშვილსა და  თეონა ჩაველაშვილს კომპიუტერები გადაეცათ

მათ წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

მოსწავლეები სიხარულს ვერ მალავდნენ, სკოლის წაარმომადგენლები კი ამაყობდნენ მათი მიღწევებით და თითოეულ მათგანს მრავალი წარმატება უსურვეს ცხოვრების გზაზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203