ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ზაფხულის არდადეგებზე მიღებული შთაბეჭდილებები ნახატებით გადმოსცეს
07-11-2019
ერთ ფურცელზე დახატული ზაფხულის არდადეგები და ნახატებით გადმოცემული შთაბეჭდილებები - ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა საინტერესო და სახალისო აქტივობა განახორციელეს.