ფხვენისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩარგალში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
07-11-2019
გორის მუნიციპალიტეტის ფხვენისის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში, ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებს დამრიგებელ ლელა ვახტანგაშვილი ხელმძღვანელობდა.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეები ექსკურსიით კმაყოფილები დარჩნენ.

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში,სოფელ ჩარგლის ცენტრში მდებარეობს.

სახლ-მუზეუმში პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთებია დაცული.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203