აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში შიდა სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა
07-11-2019
აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში, სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით, მაგიდის ჩოგბურთში შიდა სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.

ჩემპიონატში სკოლის IX-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, თამაში საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა და დასრულების შემდეგ ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

I ადგილი-ილია ხუბულავა.

II ადგილი-საბა კვარაცხელია

III ადგილი-ტარას ფიფია

გამარჯვებულები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

სკოლის დირექცია ამავე სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარეს, ჯეირან ხურციას, ჩემპიონატის ორგანიზებისთვის მადლობას უცხადებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203