გორის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა
07-11-2019
2019 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს მთავარმა სპეციალისტმა, ანა ჯანიაშვილმა, გორის N7 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

სკოლის წარმომადგენელის თქმით, მოსწავლეები შეხვედრაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ. მათ ანა ჯანიაშვილს საინტერესო შეკითხვები დაუსვეს.

„ქალბატონი ანა მოსწავლეებს ესაუბრა სახალხო დამცველის ფუნქციებზე, უპასუხა მათ შეკითხვებს. ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინფორმირებულობასა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203