ბათუმის N22 საჯარო სკოლაში ბულინგისა და ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ აქტივობა განხორციელდა
07-11-2019

ბათუმის N22 საჯარო სკოლაში ბულინგისა და ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ აქტივობა განხორციელდა.

აქტივობას ხელმძღვანელობდა სკოლის თვითმართველობის თავმჯდომარე ნათია კეჟერაძე და ანრი ზოიძე.

ბულინგის და ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ დაგეგმილ აქტივობაზე მოწვეული იყვნენ ჭარნალის სკოლის თვითმართველობის წარმომადგენლები ნათია ფუტკარაძის ხელმძღვანელობით.

მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები აჩვენეს მოწვეულ საზოგადოებას და დებატები გამართეს. აქტივობის ორგანიზატორი ამავე სკოლის პედაგოგი ნესტან დიასამიძე იყო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203