დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქიმიის ფესტივალში მონაწილეობდნენ
07-11-2019
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქიმიის ფესტივალში მონაწილეობდნენ.

ქიმიის ფესტივალი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამერიკის ქიმიკოსთა ასოციაციის დაფინანსებით, ქიმიის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებაზე სპეციალურად შერჩეული სკოლებიდან წარდგენილ მოსწავლეებს საინტერესო, გასართობი, შემეცნებითი გარემო დახვდათ.

„ჩვენი სკოლის საამაყო მოსწავლეებს თამარ ზურაბიშვილს და მარიამ გიორგაძეს ვულოცავთ მიღწეულ წარმატებას, და ვუსურვებთ ფორუმზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების კიდევ უფრო გაღრმავებას და მომავალში გამოყენებას! ასევე დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლა მადლობას უხდის ამერიკის ქიმიკოსთა ასოციაციის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს სტუდენტურ თავს ასეთი საინტერესო ღონისძიების გამართვისათვის“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203