ინგირის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარნენ
06-11-2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ინგირის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის - „ერთად მომავლისკენ“ წევრებმა პროექტი - „სიკეთე გადამდებია“ განახორციელეს.

მოსწავლეებმა რამოდენიმე მრავალშვილიან ოჯახში ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები მიიტანეს.

„დღეს ემოციების გარეშე არ ჩაუვლია, მოსწავლეები ბედნიერები იყვნენ, რომ შეჭირვებულ ოჯახებს დაეხმარნენ და სხვებსაც მისცეს მაგალითი. იყო უამრავი მადლობა, სიხარულის ცრემლი და მთავარი მესიჯი თანატოლებისთვის, რომ სიკეთე მართლაც გადამდებია“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...