ბათუმის N20 საჯარო სკოლაში სპორტში საინტერესო აქტივობებით დატვირთული სტანდარტული გაკვეთილები ჩატარდა
11-11-2019
ბათუმის N20 საჯარო სკოლის IVა კლასში, თემაზე - „მხიარული სტარტები“, ხოლო VIIა კლასში თემაზე - „ვისწავლოთ ფეხბურთის თამაში“ სტანდარტული გაკვეთილები ჩატარდა.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი გიორგი ჩიგოგიძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის მოედანზე ჩატარებულ სპორტულ აქტივობებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების შეფასების ჯგუფი ესწრებოდა.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეები სპორტულ აქტივობებში სიხარულით ჩაერთნენ.
„გაკვეთილები საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული. სტანდარტულმა გაკვეთილებმა შეფასების ჯგუფის მოწონება დაიმსახურა. ბატონ გიორგის შემდგომ კარიერულ წინსვლას ვუსურვებთ“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს