ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრს ეწვივნენ
06-11-2019

ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები, დამრიგებელმა, ირმა ჩინჩალაძემ, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრში წაიყვანა.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ვიზიტორთა ცენტრში გამოფენილი მწერების, ცხოველებისა და მცენარეების ფოტოები.

განსაკუთრებული შთაბეჭდილება ბავშვებზე ცხოველებისა და ფრინველების ხმებმა მოახდინა. პატარები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და ყურადღებით ისმენდნენ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას ჯავახეთის დაცული ტერიტორიის ბინადართა შესახებ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...