წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას სამი მენტორი და ხუთი წამყვანი მასწავლებელი ჰყავს
06-11-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას სამი მენტორი და ხუთი წამყვანი მასწავლებელი ჰყავს.

დირექცია ამაყობს, რომ პედაგოგები წინსვლაზე ორიენტირებულები არიან. სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ  სკოლას მოტივირებული პედაგოგები ჰყავს და მათი უმრავლესობა გარე დაკვირვებას ელოდება სტატუსის ასამაღლებლად.

„ბედნიერებაა სკოლისათვის, როდესაც ჰყავს სამი მენტორი (ფ. ფანჩულიძე-კუჭავა, დ. ხაჩიძე, მ. წულაია) და ხუთი წამყვანი მასწავლებელი (ფ. გიორხელიძე, ი. ალავიძე, ქ. ჯიქია, თ. ჭუმბურიძე, ი. გურეშიძე, ნ.ლობჯანიძე). სწორედ ასეა ჩვენთან, სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, სადაც საგრძნობლად გაიზარდა პედაგოგების მოტივაცია. მასწავლებელთა უმრავლესობა ელოდება გარე დაკვირვებას სტატუსის ასამაღლებლად. ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ კარიერული ზრდა აუცილებელია, რადგან წარმატებული სკოლის სტატუსის მოპოვება სხვაგვარად შეუძლებელია“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...