ხოჯორნის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისების მიზნით სპორტული თამაშები ჩატარდა
06-11-2019
6 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის საჯარო სკოლაში დღე ჯანსაღის ცხოვრების წესის წახალისებას მიუძღვნეს.
სკოლის სპორტის მასწავლებლის, არუტიუნ მკრტჩიანის ინიციატივით, მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში ჩაერთნენ. მათ შორის, სკოლის ეზოში ფრენბურთში შეჯიბრება გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, ხოჯორნის საჯარო სკოლა ცდილობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სათანადო აქტივობები ჩაატაროს.