ახალსოფლის საჯარო სკოლის X კლასის წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ
06-11-2019

ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებს - დიანა კოტრიკაძეს და ემზარი ბარბაქაძეს პროექტის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის კომპიუტერები გადაეცათ.

დაჯილდოება სენაკის მუნიციპალიტეტში არსებულ მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...