ქუთაისის N12 საჯარო სკოლამ „ეტალონის“ სერტიფიკატები  მოსწავლეებს საზეიმო ვითარებაში გადასცა
06-11-2019

ქუთაისის N12 საჯარო სკოლამ საზეიმო ვითარებაში მიულოცა წარმატებები და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ სერტიფიკატები გადასცა პირველი ეტაპის ტესტირებაში მონაწილე იმ მოსწავლეებს, რომლებმაც წარმატებით გადალახეს 51-ქულიანი ბარიერი.

ქუთაისის N12 საჯარო სკოლა ამაყობს მიღწეული წარმატებებით და მადლობას უხდის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და პროექტ „ეტალონის“ ორგანიზატორებს.

შეგახსენებთ, რომ 2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება.

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...