„შეაბიჯეთ ქიმიის ჯადოსნურ სამყაროში“ - ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მერვეკლასელებს საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ
06-11-2019
ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის VIII2 კლასში ქიმიაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი - „შეაბიჯეთ ქიმიის ჯადოსნურ სამყაროში“ ჩატარდა. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი თინა გაბუნია ხელმძღვანელობდა. 

გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის ქიმიისა და მისი განვითარების ისტორიის გაცნობას. მასწავლებელმა მოსწავლეებს შეუქმნა პირველი შთაბეჭდილება ამ მეცნიერებაზე, განაახლა მოსწავლეების ცოდნა ნივთიერებების შესახებ. საფუძველი ჩაუყარა ნივთიერებათა თვისებებსა და მათ გარდაქმნაზე მოსწავლეთა წარმოდგენის ფორმირებას, ხელი შეუწყო მათში ლოგიკური აზროვნების ანალიტიკური უნარების განვითარებას.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...