ბახვის საჯარო სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა საპენსიო ჯილდოთი სკოლიდან წასულ მასწავლებლებთან ერთად ექსკურსია მოაწყო
06-11-2019

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბახვის საჯარო სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა საპენსიო ჯილდოთი სკოლიდან წასულ პედაგოგებთან ერთად მოაწყო ექსკურსია ძამას ხეობაში.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, პედაგოგები ექსკურსიით კმაყოფილები დარჩნენ. მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

განათლების რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკს მიღწეულმა მასწავლებლებმა, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღეს. საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი წლის ბოლოს განხორციელდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...