ლეცავეს საჯარო სკოლის 2 პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
06-11-2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეცავეს საჯარო სკოლის 2 პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

სკოლა პედაგოგებს ნინო ბასილაიას და ციური ბერიშვილს ულოცავს კარიერულ წინსვლას და უფრო მეტ წარმატებას უსურვებს.

„იანვარში ველოდეთ 10 მასწავლებლის სტატუსის ამაღლებას“, - ნათქვამია ლეცავეს საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...