თბილისის N24 საჯარო სკოლიდან ღვაწლმოსილი პედაგოგები ღონისძიებით გააცილეს
06-11-2019
თბილისის N24 საჯარო სკოლიდან ღვაწლმოსილი პედაგოგები გააცილეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, 25 ოქტომბერს, სკოლის დაბადების დღესთან დაკავშირებით, სკოლამ ის ღვაწლმოსილი პედაგოგები მიიწვია, რომელბმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს.
მადონა ჭოხონელიძე 50 წელი, ხოლო დოდო გოგოლაშვილი 40 წელი ემსახურა მომავალი თაობის აღზრდას.
სკოლის დირექციამ ქალბატონებს გადასცა სამახსოვრო საჩუქრები და სიგელი -„მადლობა გაწეული ღვაწლისთვის“.
„კოლეგებისათვის თავად ოცდამეოთხე სკოლის პედაგოგებმა შეასრულეს სხვადასხვა მუსიკალური ნომრები, წაიკითხეს ლექსები. გულთბილი და უშუალო საღამო მრავლისმთქმელი აღმოჩნდა და კოლეგები ბედნიერი ღიმილით დაემშვიდობნენ ერთმანეთს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს