განჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
06-11-2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განჯალის საჯარო სკოლაში აღინიშნა  სკოლის ბიბლიოთეკების საერთაშორისო დღე.

„მოსწავლეებმა იციან, რომ ამ დღესასწაულს მთელ მსოფლიოში ზეიმობენ, რათა აჩვენონ სხვა მოსწავლეების აკადემიური მოსწრების ამაღლების საქმეში ბიბლიოთეკის როლი და სარგებლობა.

ამ დღეს სკოლები თავიანთი მრავალფეროვანი საქმიანობის ფონზე, აწყობენ პრეზენტაციებს, რომელიც მიმართულია ბიბლიოთეკის განვითარების და ორგანიზებისაკენ; ასევე ხელს უწყობენ კითხვის განვითარების და კითხვის სიყვარულის დანერგვას, სწავლისა და სწავლების, ინფორმაციის მოძიების და გამოყენების უნარებს.

სკოლის ბიბლიოთეკების საერთაშორისო დღის მიზანი არის ბიბლიოთეკის როლის  წინ წამოწევა, განათლების დონის ამაღლება  და ბიბლიოთეკებს შორის გამოცდილების გაზიარება“,-ნათქვამია განჯალის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...