დეხვირის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ყვითელი ფოთლები“ ჩატარდა
06-11-2019
„ყვითელი ფოთლები“ - სიმბოლურად ასე დაერქვა ღონისძიებას, რომელიც ცაგერის მუნიციპალიტეტის დეხვირის საჯარო სკოლაში ჩატარდა.

„ამ დღეს კიდევ ერთხელ მოეფერნენ ღვაწლმოსილ პედაგოგებს - თამაზი ხეცურიანს, ნაილი სილაგაძეს, მერი ასათიანსა და პაშა ახვლედიანს. დღე, რომელიც ემოციებით, სითბოთი და სიყვარულით იყო სავსე.

მასწავლებლების მიერ შესრულებულმა სიმღერებმა, „ყვითელი ფოთლები“ და „კართან მოდგა შემოდგომა“ - გულგრილი ვერავინ დატოვა და მსმენელი ემოციას ვერ ფარავდა.

სიყვარულითა და სითბოთი სავსე წლებს, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ჩვენს ღვაწლმოსილ პედაგოგებს!

მათ დიდი წვლილი და ამაგი შეიტანეს იმ კეთილშობილ საქმეში, რასაც მომავალი თაობების აღზრდა ჰქვია“,-ნათქვამია დეხვირის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრები ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან, გაზეთ „ლეჩხუმის“ რედკოლეგიიდან, ასევე ლასურიაშის თემის წარმომადგენლები, ლასურიაშის საჯარო სკოლის დირექტორი, მშობლები და ა.შ.

ღონისძიება მუსკალურად რუსუდან ყურაშვილმა გააფორმა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...