პატარა პამაჯის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა
06-11-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის პატარა პამაჯის საჯარო სკოლის სამ მასწავლებელს, რუზანა რაისიანს, დალი მარქარიანსა და ტალიტა სარქისიანს, ახალი სასწავლო წლიდან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ​ პროფესიული უნარები ქართულ ენაზეა, გამოცდაზე სკოლის მთელი კოლექტივი დარეგისტრირდა და გავიდა კიდეც. მისი თქმით, მათ ფარ- ხმალი არ დაყარეს. 

მასწავლებელი რუზანა რაისიანი თავის კოლეგებს წარმატებებს უსურვებს.

„15 წელია ერთად ვმუშაობთ და არ მსურს რომელიმე ჩვენგანმა დატოვოს სკოლა, ენის ბარიერის გამო. ყველანი თქვენი საქმის კარგი პროფესიონალები ხართ. იმედია ღმერთის წყალობით მივაღწევთ შედეგს. მთავარია ფარ-ხმალი არ დაყაროთ და ბოლომდე მივაღწევთ შედეგს“,- ასე მოუწოდებს მასწავლებელი რუზანა რაისიანი თავის კოლექტივს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...