აფენის N1 საჯარო სკოლაში პრეზენტაცია-გამოფენა გაიმართა
06-11-2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, აფენის N1 საჯარო სკოლაში საგნის კათედრების 2018-2019 წლის ნამუშევრების პრეზენტაცია-გამოფენა გაიმართა. 

მოსწავლეებმა გამოფენისთვის თემებზე - „არა სიგარეტს“, „ჩვენი დროის გმირები“, „ბავშვთა უფლებები დაცულია“, „ლიდერი სპორტსმენები“, „გაუფრთხილდი მომავალს“, „ავირჩიოთ ჯანსაღი ცხოვრება“, „ბუნებას უნდა მოვუაროთ“ და ა.შ. პლაკატები დაამზადეს. 

მოსწავლეები გამოფენა-პრეზენტაციის მომზადებაში ხალისით და ინტერესით ჩაერთნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...