უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მინერალური წყლის წყაროს ტერიტორია დაასუფთავეს
06-11-2019

ონის მუნიციპალიტეტის უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიასთან არსებული მინერალური წყლის წყაროს ტერიტორია დაასუფთავეს.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ დასუფთავების პროექტში.

„მოგახსენებთ, რომ ამ წყლით ვსარგებლობთ სკოლის მოსწავლეები და ასევე სოფლის მცხოვრებლები, რის გამოც ხშირად არის პრობლემები სანიტარიული თვალსაზრისით მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, მოგვეწესრიგებინა მისი იერსახე და გვეზრუნა გარემოზე“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...