წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები რაჭაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
06-11-2019
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები, 26 ოქტომბერს, რაჭაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

მათ ექსკურსიის ფარგლებში  უძველესი ტაძრები: ბარაკონი, ნიკორწმინდა და გოგნი მოილოცეს.

„მოსწავლეებმა მოიძიეს ტაძრებზე ისტორიული ცნობები და წაიკითხეს გალაკტიონის ლექსი ნიკორწმინდაზე, რამაც კიდევ უფრო შთამბეჭდავი და საინტერესო გახადა ეს ლამაზი დღე. მოსწავლეების განსაკუთრებული აღტაცება გამოიწვია ახლადმშენებარე გოგნის წმ.გიორგის სახ.ტაძარმა, რომლის ულამაზესი ჩუქურთმები უძველესი ქართული ტაძრების ორნამენტების ნაკრებია“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

ექსკურსიით ყველა კმაყოფილი დარჩა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...