„საჩხერიდან მოვდივარ, გზაში მანქანა გაფუჭდა“ - პედაგოგს გამოცდაზე 15 წუთი დააგვიანდა
06-11-2019
175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ერთმა აპლიკანტმა დაიგვიანა. პედაგოგი ადგილზე 15 წუთის დაგვიანებით მივიდა.

როგორც მასწავლებელმა აღნიშნა, ამის მიზეზი მანქანის გაუმართაობა გახდა. 

„გამოცდაზე საჩხერიდან მოვდივარ. გზაში მანქანა გაფუჭდა და ამის გამო მომიწია გვიან მოსვლა. სამწუხაროდ, რეგისტრაციას ვერ მოვუსწარი“, - განაცხადა პედაგოგმა. 

შეგახსენებთ, დღეს პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები გამოცდებს 7 საგანში აბარებენ. ესენია: ბიოლოგია, გეოგრაფია, ინგლისური ენა - წერითი ნაწილი, რუსული ენა - წერითი ნაწილი, გერმანული ენა - წერითი ნაწილი, ფრანგული ენა - წერითი ნაწილი, ქართული, როგორც მეორე ენა - წერითი ნაწილი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203