მარტყოფის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მცენარეული და ცხოველური უჯრედების მოდელები შექმნეს
06-11-2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის N2 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა თემა - „უჯრედის“ დასრულების შემდეგ მცენარეული და ცხოველური უჯრედების მოდელები შექმნეს.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, სამუშაოს შესრულება საკმაოდ სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის. ამან საშუალება მისცა მათ, კეთებით სწავლება თეორიული ცოდნის განმტკიცებაში გამოეყენებინათ.

„ეს არის პრაქტიკული სამუშაო, რომელსაც არ სჭირდება სასკოლო ლაბორატორია, თუმცა, სკოლას „მილენიუმის“ პროექტის განხორციელების შედეგად აქვს თანამედროვედ აღჭურვილი ლაბორატორია.

ეს სამუშაო ტარდება საკლასო ოთახში და სამუშაო მასალად აღებულია ტკბილეული, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა საკვებად გამოყენებისათვის“,-ნათქვამია მარტყოფის N2 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...