ისრითის საჯარო სკოლიდან ღვაწლმოსილი პედაგოგები ღონისძიებით გააცილეს
06-11-2019
ვანის მუნიციპალიტეტის ისრითის საჯარო სკოლიდან ღვაწლმოსილი პედაგოგები ღონისძიებით გააცილეს.

ღონისძიების-„ამ მადლიან მადლისთვის გმადლობთ მასწავლებელო“ ფარგლებში მოსწავლეებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს. ღონისძიების ხელმძღვანელ-ორგანიზატორი ნატო ლორთქიფანიძე იყო.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, ღონისძიებამ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის სასიამოვნოდ და ემოციურად ჩაიარა.

სკოლამ სამახსოვრო ვიდეოც გადაიღო, სადაც პედაგოგები თავიანთი მოღვაწეობის შესახებ საუბრობენ.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...