კაკაბეთის საჯარო სკოლის პირველ კლასში ღონისძიება - „მეგობრობის ხელი ხელს“ ჩატარდა
06-11-2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კაკაბეთის საჯარო სკოლის პირველ კლასში ღონისძიება - „მეგობრობის ხელი ხელს“ ჩატარდა.
„პატარებმა ფერად ქაღალდებზე თავიანთი მარჯვენა ხელი დახატეს და გამოჭრეს, შეარჩიეს მეწყვილე და ფორმატის ქაღალდზე თვითონვე დააფიქსირეს ერთმანეთისკენ გაწვდილი ხელი“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ბავშვებში სოციალური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას და ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს