ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები კულტურის დამსახურებული მოღვაწის საიუბილეო საღამოს დაესწრნენ
06-11-2019
15 ოქტომბერს ქალაქ წალენჯიხის კინოთეატრის დარბაზში კულტურის სფეროში დამსახურებული მოღვაწის გოგოლა მესხიას საიუბილეო საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე გოგოლა მესხიას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
ღონისძიებას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ა(ა)იპ. ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორი გიორგი ფიფია და საჯარო სკოლებთან, რელიგიის, ხელოვნებისა და კულტურის საგანმანათლებლო ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხების ხელმძღვანელები: მამა ილია სარია და მამა თომა კალანდია ესწრებოდნენ.
ამავე ეპარქიის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლოტის გერასიმე შარაშენიძის ლოცვა-კურთხევით, იუბილარ ქალბატონს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ხატი და საჩუქრები გადაეცა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს